“საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება საფუძველი, სასამართლოში სარჩელი შევიტანოთ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ველი აგენტურული ქსელისგან” – კირცხალია

“დასკვნა, რომელსაც კომისია მოამზადებს, საფუძველი იქნება, „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების აკრძალვის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიტანოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

„ამ ცვლილებების მიღება აუცილებელია, რადგან ყველამ კარგად ვიცით, როგორ მიმდინარეობს დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რა გამომჟღავნდა და რამდენი ფაქტია, რომელიც სისტემის სისასტიკეს ამხელს. საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება და შეზღუდული არ იქნება – 2003 წლიდან დღემდე მოკვლეული იქნება. დასკვნა, რომელსაც კომისია მოამზადებს, იმის საფუძველი იქნება, რომ „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების აკრძალვის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიტანოთ. ერთხელ და სამუდამოდ, ქართული პოლიტიკური ველი ამ აგენტურული ქსელისგან უნდა გათავისუფლდეს, თუნდაც იმ რეჟიმის ყოფილი თანამდებობის პირებისგან. იგივე ხალხი ოპოზიციური მანდატითაა წარმოდგენილი და ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციით არის დაკავებული“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები