შარმანაშვილი – ელენე ხოშტარიაზე: როგორ წარმოგიდგენიათ – თანამედროვე პირობებში, როდესაც არაფერი მსგავსი არ ხდება ციხეებში, იზოლატორებში, მაინცდამაინც ხოშტარიაზე, რომელზეც ათმაგი ყურადღება იქნებოდა, რაღაც უკანონობები ჩაედინათ

“მათ ეს ყველაფერი პიარისთვის სჭირდებოდათ. როგორ წარმოგიდგენიათ თანამედროვე პირობებში, როდესაც არაფერი მსგავსი არ ხდება ციხეებში, იზოლატორებში, მაინცდამაინც ხოშტარიაზე, რომელზეც ათმაგი ყურადღება იქნებოდა, რაღაც უკანონობები ჩაედინათ”, – ამის შესახებ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ელენე ხოშტარიას იზოლატორში მოთავსების პროცედურაზე საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს არ მოხდებოდა და ამიტომაც არ უნდათ გადამოწმება კიდევ ერთხელ რომ არ დადასტურდეს, რა უკანონობასაც ქუჩაში აკეთებდა, იმავეს აგრძელებდა იზოლატორში“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები