თენგიზ შარმანაშვილი „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებაზე: მოემზადონ სასამართლო ხელისუფლებაში თავის „სიმართლის“ სამტკიცებლად
„ეს ინიციატივა იმიტომ არის საჭირო, რომ ფარულად და მანიპულაციებით ვერ შეძლონ ახალი ორგანიზაციების შექმნა ძველმა აქტორებმა”,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი სასამართლო ხელისუფლებაში თავის „სიმართლის“ სამტკიცებლად უნდა მოემზადონ.
„ეს ინიციატივა იმიტომ არის საჭირო, რომ ფარულად და მანიპულაციებით ვერ შეძლონ ახალი ორგანიზაციების შექმნა ძველმა აქტორებმა, რომელმაც არაკონსტიტუციური ქმედებით გამოიწვიეს საკუთარი პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა, პოტენციურად. ამ გადაწყვეტილებას არც აღმასრულებელი, არც საკანონმდებლო ხელისუფლება არ იღებს, იღებს სასამართლო ხელისუფლება. ასე, რომ მოემზადონ სასამართლო ხელისუფლებაში თავის „სიმართლის“ სამტკიცებლად“, – განაცხადა შარმანაშვილმა.