პან გი მუნმა ისრაელს და პალესტინას სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენისკენ მიუწოდა
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ისრაელის და პალესტინის წარმომადგენლებს კონფლიქტის სამშვიდობო დარეგულირების მოლაპარაკებების აღდგენისკენ მიუწოდა.
„დრო, რომელიც მიდის, მშვიდობის სასარგებლოდ მომუშავე ფაქტორი არ არის“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა პალესტინის პრემიერ-მინისტრთან რამი ხამდალასთან გამართულ პრესკონფერენციაზე. პან გი მუნის თქმით, სასწრაფოდ მოქმედებების დაწყებაა აუცილებელი იმისთვის, რომ უკვე არშემდგარი სტატუს-ქვო კიდევ უფრო არ გაღრმავდეს.
შეგახსენებთ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ისრაელის და პალესტინის შორის 2013 წლის ზაფხულში დაიწყო, თუმცა აპრილში შეწყდა. 2 ქვეყანამ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწია.