ინდოეთში სტიქიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთში ძლიერი ქარიშხლისა და წვიმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.
სტიქია ქვეყანის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე რეგიონს დაატყდა თავს.
სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია დაახლოებით 400 000 ადამიანი, რომლებიც დროებით საცხოვრებლებში განათავსეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რეგიონში დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ინფრასტრუქტურა.
სამაშველო სამსახურში ვარაუდობენ, რომ ძლიერმა წვიმამ, შესაძლოა, წყალდიდობა განაპირობოს, რაც დატბორვის საშიშროებას გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები