გივი მიქანაძე საგამოძიებო კომისიაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მაშინდელი ხელისუფლება კონკრეტულ სიტუაციებში მოქმედებდა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ

„კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მაშინდელი ხელისუფლება კონკრეტულ სიტუაციებში მოქმედებდა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ,”- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ შეფასებისას აცხადებს.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიაზე 2008 წელს, კონკრეტული პირების მხრიდან უპასუხისმგებლოდ გადადგმული ნაბიჯები გამოვლინდა.

“ცალსახად გამოვლინდა, რომ კონკრეტული ფაქტები, რომელიც ეხებოდა ბიზნესის რეკეტს, ხოლო შემდგომში 2008 წლის რუსული აგრესიის ფაქტებს, გამოვლინდა კონკრეტული პირებს მხრიდან გადადგმული ის ნაბიჯები, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლობა იყო, თუ არა დანაშაულებრივი ხასიათის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მაშინდელი ხელისუფლება კონკრეტულ სიტუაციებში მოქმედებდა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა,” – აცხადებს  გივი მიქანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები