ცენტრალურ მიანმარში ძლიერი მიწისძვრა მოხდა და რამდენიმე შენობა ჩამოინგრა მანდალაიში, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში,- ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრა 7,7 მაგნიტუდის იყო და 10 კმ სიღრმეზე მოხდა, რასაც ძლიერი ბიძგები მოჰყვა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17,2 კილომეტრში იყო, სადაც დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
მიანმარის ხელისუფლების მხრიდან ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ დროისთვის ფასდება ზარალი.