ოლეგ იაძე ლადო ვარძელაშვილს ემუქრება

სააკაშვილს ხალხისთვის იმდენი ფული აქვს მოპარული და წაგლეჯილი, რომ ნურავის გაუკვირდება, ძალაუფლებაში დაბრუნების მიზნით ყოფილ ზონდერ-სპორტსმებს კვლავაც დააფინანსებს! მე მაქვს ზუსტი ინფორმაციები, რომ სპორტსმემენთა ზონდერ-დაჯგუფებები ნამდვილად არსებობენ და მსუყედაც ფინანსდებიან, ვფიქრობ, უშიშროების სამსახურსაც უნდა გააჩნდეს ანალოგიური ინფორმაციები, თუმცა უშიშროებაში ბევრი უღირსი კადრია, რომელიც ზონდერსპორტსმენებს კი არ ამზეურებს, პირიქით – მფარველობს.
ოლეგ იაძე სტატიაში ყურადღებას ამახვილებს, თუ რატომ დატოვა კასპის რაიონის გამგებლის თანამდებობა, როგორც იაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ამბობს, იგი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ერთგულების გამო დასაჯეს.
სინამდვილეში მე, ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ერთგულებისთვის დამსაჯეს. სუს-ის უფროსად დანიშნეს სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი კუდ-ის ხელმძღვანელი, მათთან დაპირისპირებას გადავყევი, არ მივიღე რაიონში და ამ ამბავს გადავყევი. „ძალიან მეეჭვება, სააკაშვილის მოღალატე ძალოვნებმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ერთგულება შეძლონ! ამიტომ არ გამიკვირდება, თუ ჭიდაობის ფედერაციაშიც აღმოჩნდებიან სააკაშვილის ერთგული და ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ მტრულად განწყობილი სპორტსმენები“, – აცხადებს კასპის რაიონის ყოფილი გამგებელი. ოლეგ იაძე სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრს ლადო ვარძელაშვილ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან მიმართავს. „არ ვაპატიებ ნაძირალა ვარძელაშვილს, ქვეყანა თავისი რომ ეგონა და „ნაბიჭვაროო“, ასე მომმართა. მისგან არ მიკვირს, მისი მამა ხომ აკოფოვია, სადაც გვარი და ეროვნება შეიცვალა, ვითომ სინდისს და ნამუსს რად ვერ აუვლის გვერდს! მიფრთხილდეს ვარძელაშვილი! “ – ამბობს ოლეგ იაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები