პარლამენტში, “ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შპს „მაგნატის“ საქმეს განიხილავენ
საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის – შპს „მაგნატის“ განხილვაა გათვალისწინებული.
ამ წუთებში, სხდომაზე შპს „მაგნატის“ მესაკუთრეს, ჯემალ ლეონიძეს უსმენენ.
ცნობისთვის, ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე, ავტოგასამართი სადგურების ქსელ “მაგნატის“ მესაკუთრე იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა.