აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის კრიტიკულ მინერალებზე შეთანხმება მიღწეულია და მას ხელი მალე მოეწერება.
„იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ. ხელს მალე მოვაწერთ. ახლა ტერიტორიების შესახებ ვსაუბრობთ. სადემარკაციო ხაზების შესახებ ვსაუბრობთ“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკრაინას ესაუბრება ქვეყნის ელექტროსადგურების ამერიკული ფირმების მიერ ფლობის პოტენციალის შესახებ.
„ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ტერიტორიაზე. ვსაუბრობთ დემარკაციის ხაზებზე, ვსაუბრობთ ელექტროსადგურზე, ელექტროსადგურის მფლობელობის საკითხზე. ადამიანები ამბობენ, რომ ელექტროსადგურს აშშ უნდა ფლობდეს, რადგან ჩვენ ამის ექსპერტიზა გვაქვს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.