„ისკარიოტის ეკლები” – მწერალთა სახლში მაკა ჯოხაძის რომანს წარადგენენ
26 მარტს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში მაკა ჯოხაძის რომანის – „ისკარიოტის ეკლების” წარდგენა გაიმართება. მწერალთა სახლის ინფორმაციით, წიგნი ლიტერატურული პრემია „მუზა 2024“-ის ლაურეატია წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში.