კანადის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი არჩევნები 28 აპრილს დანიშნა

კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ, პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დანიშნა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.

კარნის თქმით, მას ძლიერი მანდატი სჭირდება, რათა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან წარმოშობილ საფრთხეს გაუმკლავდეს.

როგორც “როიტერი” წერს, 14 მარტს, პრემიერ-მინისტრის ფიცის დადებისას კარნიმ თქვა, რომ შეეძლო ტრამპთან მუშაობა და პატივს სცემდა მას. ახლა კი, მან უფრო საბრძოლო მიდგომა გამოიყენა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახლა კანადა მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე დგას.

“ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე ვდგავართ პრეზიდენტ ტრამპის გაუმართლებელი სავაჭრო ქმედებებისა და ჩვენი სუვერენიტეტისადმი მისი მუქარის გამო.

ჩვენი პასუხი უნდა იყოს ძლიერი ეკონომიკისა და უფრო უსაფრთხო კანადის აშენება. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ კანადა არ არის რეალური ქვეყანა. მას სურს ჩვენი გატეხვა, რათა ამერიკამ დაგვისაკუთროს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ”- თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები