“მინდა, პრეზიდენტის როლში, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მეზობელ ხალხს ზოგ ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის” – სალომე ზურაბიშვილი

“მინდა, პრეზიდენტის როლში, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მეზობელ ხალხს ზოგ ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის”, – ამის შესახებ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც გუშინ “დინამო არენაზე” მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, როგორც “ჯერ კიდევ ლეგიტიმურ პრეზიდენტს”, სურს, მეზობელ სახელმწიფოს ბოდიში მოუხადოს.

“ბოდიშის მოხდა, ზოგს არასაჭირო ადგილას და არასწორ მიმართულებით რომ უყვართ, იმათ გასაგონად.

როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა, პრეზიდენტის როლში, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მეზობელ ხალხს, ზოგი ჩვენ უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის.

ჩვენ ვართ და ვიქნებით კეთილ მეზობლურად განწყობილი სახელმწიფოები, უძველესი ქრისტიანული სარწმუნოების მატარებელი ერები, და ვიცხოვრებთ მშვიდობიან ევროპულ კავკასიაში!”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ “დინამო არენაზე” საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს უმასპინძლა. მატჩის შემდგომ, გულშემატკივართა ნაწილს, სტუმართა გუნდის ქომაგებთან კონფლიქტი მოუვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები