ოლეგ იაძე: მე კამიკაძე გავხდები!

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ევროპის სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ოლეგ იაძე აცხადებს, რომ 2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევაში მოჭიდავეებიც მონაწილეობდნენ. როგორც ოლეგ იაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ამბობს, მაშინ რუსთაველის გამზირზე მიტინგის დაშლისას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა 500 -მდე მოჭიდავე გამოიყვანა. „მეოთხეხარისხოვანი სპორტსმენები აქტიურად მონაწილეობდნენ 2011 წლის 26 მაისის სახალხო აქციის დარბევაში. ამაში ფულსაც იღებდნენ. ამ ნაძირალა ლადო ვარძელაშვილს 500 მოჭიდავე 2 დღის განმავლობაში ჰყავდა დაბანაკებული ფალავანთა კლუბში, რასაც მე „ჭიდაობის რუსთაველის თეატრს“ ვეძახი, რადგან იქ უამრავი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, გაიზარდა. როცა სამინისტროდან მივიდნენ მოჭიდავეები და ლუკა კურტანიძეს უკადრებელი აკადრეს, მათში მე უამრავი ზონდერი ამოვიცანი, რომლებიც ხალხის დარბევაში მონაწილეობდნენ! – აცხადებს ოლეგ იაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
რესპონდენტი ინტერვიუს დროს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს. „გამორიცხულია მათი დაბრუნება, თუმცა შეეცდებიან „ნაცები“ ამის გაკეთებას, მათზე გამწარებული ხალხი ფიზიკურად გაუსწორდება და მათ ჩვილ ბავშვებსაც აღარ დაინდობენ! პირადად მე, ოლეგ იაძე კამიკაძე გავხდები, ჩემნაირი ათამდე ადამიანი მაინც მოიძებნება, რაც საკმარისია, „ნაცების“ და მათი უტიფარი მიზნების დამსახველი ბირთვი, 30-40 კაცი ფიზიკურადაც გაანადგურონ. მე ახალ ხელისუფლებაზე მწყდება გული, რატომ იქცევა ისე, რომ ახალაიებსა და მერაბიშვილს დანაშაულს ვერ უმტკიცებენ“?! – ამბობს ოლეგ იაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები