გიორგი ვოლსკი: არც საგარეო კურსი შეცვლილა და რასაკვირველია, არჩევნების გაყალბებაც მოგონილი სიცრუეა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ქვეყნის საგარეო კურსი არ შეცვლილა და არჩევნების გაყალბების საკითხიც ოპონენტების მიერ მოგონილი სიცრუეა.

მისივე თქმით, საქმიანი საუბრები და შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

„საქმიანი საუბარი ყოველთვის საჭიროა და ძალიან პოზიტიურია ასეთი შეხვედრები სახელმწიფოსათვის. რასაკვირველია, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, საყურადღებოა, მაგრამ ამავე დროს, მთელი საზოგადოებისთვისაც არის გარკვეული ინდიკატორი თუ საით უნდა იმოძრაოს ქვეყანამ.

ის ფაქტი, რომ ესაუბრება საქართველოს პარლამენტს, ლეგიტიმურ პარლამენტს, ლეგიტიმურ ხელისუფლებას, მხოლოდ ეს არ არის მთავარი თემა, მთავარი თემა არის საკითხების შინაარსი და ამ შინაარსში საკმაოდ მყარად ვდგავართ. არც საგარეო კურსი შეცვლილა და რასაკვირველია, არჩევნების გაყალბებაც მოგონილი სიცრუეა, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები