საქართველოს პროდასავლური კურსი სრულად გამოიკვეთა და ჩამოყალიბდა ვარდების რევოლუციის შემდეგ და ამ კურსის ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო 2003-2012 წლის საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილი ევროპარლამენტში სალომე ზურაბშვილის გამოსვლას დადებითად აფასებს.
„მე დადებითად ვაფასებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას ევროპარლამენტში. თავიდანვე მომხრე ვიყავი მისი მოწვევის ეს იყო საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს. ასევე არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ მან ხაზი გაუსვა, რომ ქართულ სახელმწიფოს ადრე არჩეული ჰქონდა პროდასავლური კურსი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს კურსი სრულად გამოიკვეთა და ჩამოყალიბდა სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ და ამ კურსის ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო 2003-2012 წლის საქართველო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზაზე მთავარი წარმატებები საქართველოს წინ აქვს, დიქტატურის დამარცხების შემდეგ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.