გიორგი ვოლსკი: საქართველო პატივისცემას იმსახურებს

“ნებისმიერი შეზღუდვა არასწორია. საქართველო არანაირ შეზღუდვას არ იმსახურებს, ვინც დიპლომატიურ პასპორტს ფლობს, ოპოზიციიდან იქნება თუ ხელისუფლებიდან, არცერთ ადამიანის არ უნდა შეეზღუდოს დიპლომატიური პასპორტის გამოყენება”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო პატივისცემას იმსახურებს.

„ომის დროს არ იზღუდება დიპლომატების საქმიანობა და მე არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე შეიძლება რაიმე ორი აზრი არსებობდეს. საქართველო პატივისცემას იმსახურებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები