ორბანი – ზელენსკის: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება მაგიდაზეა – თქვენი საქმის თქვენ იცით
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ პროვოკაციებს არ უპასუხებს და კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე.
მანამდე, ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროპაში არავის არ აქვს უკრაინის მსგავსი გამოცდილება. მისი თქმით, ორბანს არ ჰყავს ისეთი ჯარი, რომლის მეშვეობითაც ის რუსეთზე ზეწოლას განახორციელებს.
„ჩვენ არ ვუპასუხებთ არანაირ პროვოკაციას. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება მაგიდაზეა. გინდათ, დათანხმდი მას, გინდათ ნუ დათანხმდები, თქვენი საქმის თქვენ იცით. ეს თქვენი პასუხისმგებლობაა“, – წერს ორბანი.