ევროპარლამენტარი: უცნაურია, 80%-ით ცარიელი დარბაზი იმის მისაღებად, ვინც 29 დეკემბრამდე საქართველოს პრეზიდენტია
ევროპარლამენტარი, ტიერი მარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ეხმაურება.
„უცნაურია… 80%-ით ცარიელი დარბაზი იმის მისაღებად, ვინც 29 დეკემბრამდეა საქართველოს პრეზიდენტი. [სალომე ზურაბიშვილის] ეს მოწვევა სტრასბურგში ახალი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი უარს ამბობს ქართველების არჩევანზე“, – წერს მარიანი X-ზე.
Étrange…un hémicycle vide à 80% pour accueillir celle qui est Présidente de la #Géorgie jusqu’au 29 déc. et qui doit laisser sa place au nouveau Pdt…ce qu’elle refuse
À 12 jours du 29/12,cette invitation à Strasbourg est une nouveau signe que l’UE refuse le choix des géorgiens pic.twitter.com/kZiTSArBGw
— Thierry MARIANI (@ThierryMARIANI) December 18, 2024