“ეს დამოკიდებულება, რაც ჩვენდამი აქვს დღეს ევროკავშირს, გათვლილი იყო და უფრო დამძიმდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი ვერ გახდებოდა პრეზიდენტი” – ბიძინა გიორგობიანი

“ეს დამოკიდებულება, რაც ჩვენდამი აქვს დღეს ევროკავშირს, გათვლილი იყო და უფრო დამძიმდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი ვერ გახდებოდა პრეზიდენტი”, – ამის შესახებ “დღის ქრონიკასთან“ საუბრისას „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ცდილობს, რომ მანამდე, ვიდრე შემოვა ახალი ადმინისტრაცია პოლიტიკურ არეალზე და ისინი დაიწყებენ უკვე თავის ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას, როგორც შიგნით ასევე – საერთაშორისო ურთიერთობებში, იქ დაახვედრონ უკვე გარკვეული ვითარება. გახარიამაც თქვა, „დავახვედროთ ისეთი დღის წესრიგი, რომელსაც ისინი უცებ ვეღარ შეცვლიან“. კარგი რამე გაგვიკეთა მაკკეინის ინსტიტუტმა, რომ წერილობით გამოაქვეყნა მთელი ის სცენარი, რომელიც დღესაც მიმდინარეობს თბილისში და ახლაც გამოაქვეყნა ის, რასაც ისინი ითხოვენ, ეს არის ერთი გვამი“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები