ბიძინა გიორგობიანი – ოპოზიციაზე: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ
“ეს ძალიან საშიში ძალაა იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ აქვთ არანაირი მორალი და არ აქვთ არანაირი საზღვრები, რის იქითაც გადასვლა არ შეიძლება”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა “დღის ქრონიკაში”, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ გვახსოვს საქართველოში ოპოზიციის აქციები, ქუჩის მიტინგები, როდესაც ყველაფერი მართლაც მშვიდობიანად მიდიოდა და მომიტინგეები ალაგებდნენ ხოლმე კიდევაც იქაურობას. თქვენ ნახეთ უკვე და მთელმა საქართველომ იხილა რა ტიპის ადამიანებთან გვაქვს საქმე. რა მორალის ადამიანებთან გვაქვს ჩვენ საქმე. ეს ჩანს მათი ჩანაწერებითაც.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ, ეს მაიდანს ნამდვილად არ ჰგავდა, სუროგატი იყო უფრო ამის და მოაწყვეს სამოქალაქო ომის იმიტაცია ამ საახალწლო პიროტექნიკით. არ ჰქონდათ საშუალება, თორემ როგორც 1992 წელს გვესროლეს ჩვენ ტანკებიდან და ჰაუბიცებიდან რუსთაველზე, გააკეთებდნენ იმავეს“, – აღნიშნა გიორგობიანმა.