“ნებისმიერი პოზიციის მქონე ადამიანზე თავდასხმა არის ის რესურსი, რომელიც გააჩნია გიორგი ვაშაძესა და მაგის გუნდს საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად” – ვოლსკი

“ნებისმიერი პოზიციის მქონე ადამიანზე თავდასხმა არის სწორედ ის რესურსი, რომელიც გააჩნია გიორგი ვაშაძესა და მაგის გუნდს საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ვაშაძეზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

“რასაკვირველია, თუ ის ამ პიროვნებას იცნობს, განაცხადოს ამის თაობაზე და შესაბამისი ზომებიც იქნება მიღებული. მაგრამ ადამიანი, რომელიც თავად ხელმძღვანელობდა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების მიმართ ტერორისტულ დამოკიდებულებას, რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც შეიძლება, იტყუებოდეს. ყველა შემთხვევაში, სახელისუფლებო სტრუქტურიდან ასეთი თავდასხმის დაგეგმვა არის გამორიცხული, თუმცა, ვაშაძისთვის მნიშვნელოვანია პროპაგანდა და არც იმას გამოვრიცხავ, რომ სწორედ მათ მიერ არის ორგანიზებული”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები