“ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკებები იმიტომ, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ჯერ არც დაწყებულა” – მაკა ბოჭორიშვილი

„ჩვენ ევროპული ინტეგრაციის პროცესი არ შეგვიჩერებია. ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკებები იმიტომ, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ჯერ არც დაწყებულა, რადგან არ არსებობს ევროკავშირის შესაბამისი გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა Euronews-თან საუბრისას აღნიშნა.

ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები მშვიდობიანი არ იყო.

„რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება პროტესტის, მშვიდობიანი პროტესტის. სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ ჩვენ ამ პროტესტს მშვიდობიანს ვერ ვუწოდებთ, იმიტომ რომ ფეიერვერკებით შეიარაღებულ მოძალადე ჯგუფებს მიზანში პოლიციელები ჰყავდათ ამოყვანილი. დაახლოებით 200 პოლიციელი დაშავდა. მათ ნაწილს ძალიან სერიოზული დაზიანებები აქვთ. რთულია იმის თქმა, რომ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები