ფოლკლორული ანსამბლი “იადონი” 50 წლისაა!

ოზურგეთის ჭადრების ბაღში, ანსამბლ  ,,იადონი”-ს ვარსკვლავი გაიხსნა. მანამდე კი, სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საიუბილეო თარიღი საზეიმო კონცერტით აღინიშნა. 

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ წლების მანძილზე იადონი წარმატებით მონაწილეობდა საქართველოში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში, სადაც არაერთი დამსახურებული ჯილდო აქვს მიღებული.

„ანსამბლ „იადონს” ჩვენს ქალაქში ვარსკვლავი გავუხსენით. საქართველოს სახალხო არტისტის, ლოტბარის და ქორეოგრაფის, გიორგი სალუქვაძის ინიციატივით, პირველად, 1968 წელს შეიქმნა გურული სიმღერების აღმდგენი და შემსწავლელი ოთხწლიანი სკოლა, სადაც წარმატებულ კურსდამთავრებულთაგან დაკომპლექტდა ეთნოგრაფიული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “იადონი”. წლების მანძილზე იადონი წარმატებით მონაწილეობდა საქართველოში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში, სადაც არაერთი დამსახურებული ჯილდო აქვს მიღებული. ვულოცავ იუბილეს ანსამბლის ხელმძღვანელს და ანსამბლის თითოეულ წარმომადგენელს. კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ!,”- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ღონისძიებას გურიის მხარის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები