სირიელმა ამბოხებულებმა დასავლეთ ალეპოში სირიის არმიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს
სირიელმა ამბოხებულებმა დასავლეთ ალეპოში სირიის არმიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სირიის ოპოზიციურმა ძალებმა აღნიშნეს, რომ შეტევა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ბოლოდროინდელ საარტილერიო დაბომბვებზე პასუხს წარმოადგენს. შეტევის დაწყების შემდეგ ამბოხებულებმა ალეპოს ჩრდილო-დასავლეთის პროვინციაში პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ მყოფი, სულ მცირე, 10 რაიონი დაიკავეს. ოპოზიციური ძალების ცნობით, შეტევის შედეგად სირიის რეჟიმის ძალებიდან 37 ადამიანი დაიღუპა
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი სამხედრო თავდასხმა მას შემდეგ, რაც რუსეთისგან მხარდაჭერილი სირიის მთავრობა და თურქეთისგან მხარდაჭერილი ამბოხებულები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.