ნინო წილოსანი: მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც არ უშინდება არაფერს, როდესაც საკუთარი ქვეყნის ინტერესებია დასაცავი

“მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც არ უშინდება არაფერს, როდესაც საკუთარი ქვეყნის ინტერესებია დასაცავი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილზე ადამიანს გახსენდება ქვეყნის მიმართ ერთგულება.

“როდესაც მიხეილ ყაველაშვილს ახსენებ ადამიანი, აუცილებლად გახსენდება მისი ბრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ და იმ მავნებლური, დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ. მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც არ უშინდება არაფერს, როდესაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები არის დასაცავი. მიხეილ ყაველაშვილზე ადამიანს გახსენდება თავისი ქვეყნის მიმართ ერთგულება, ვინაიდან სწორედ ასეთია ის – ის, თავის დროზე, წარმატებული და ყველასთვის საყვარელი სპორტსმენი იყო, რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანი, რომელმაც პოლიტიკაში თავისი სახელი დატოვა და ახლა სხვა რეგალიიდან გააგრძელებს თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლას”, – აცხადებს ნინო წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები