ირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რითაც უკვე ისარგებლა 3 300 000-მა მოქალაქემ, დაფინანსდა 13 მლნ-ზე მეტი სამედიცინო შემთხვევა, ბიუჯეტიდან ჯამურმა დაფინანსებამ შედგინა 8.5 მლრდ ლარი
ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რითაც უკვე ისარგებლა 3 300 000-მა მოქალაქემ, დაფინანსდა 13 მლნ-ზე მეტი სამედიცინო შემთხვევა, ბიუჯეტიდან ჯამურმა დაფინანსებამ შეადგინა 8.5 მლრდ ლარი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, პროგრამის წარმატებით განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, გადაიდგმება ნაბიჯები სისტემის დახვეწის მიმართულებით და ეს ყველაფერი გაკეთდება სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე.
„იცით, რომ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჯანდაცვის სფეროში. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რითაც უკვე ისარგებლა 3 300 000-მა მოქალაქემ. დაფინანსდა 13 მლნ-ზე მეტი სამედიცინო შემთხვევა, ჯამურმა დაფინანსებამ ბიუჯეტიდან შეადგინა 8.5 მლრდ ლარი, რა თქმა უნდა, შემდგომშიც გაგრძელდება ამ პროგრამის წარმატებით განხორციელება. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ამ სისტემის კიდევ უფრო მეტად დახვეწის კუთხით, DRG-ის თვალსაზრისით იყო გარკვეული პრობლემები და უკვე გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები სისტემის დახვეწის მიმართულებით და ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება, ეს ყველაფერი გაკეთდება სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე. გაგრძელდება ჯანდაცვის მიზნობრივი პროგრამების განხორციელება-გაფართოება. გვაქვს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტი, რომელიც უკვე წარვუდგინეთ საზოგადოებას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება იმისათვის, რომ ჯანდაცვის ხარისხი გაუმჯობესდეს, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში შევქმნათ თანამედროვე სტანდარტების ახალი კლინიკა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ჯანდაცვის შესაბამისი დაწესებულებების მიმართ არის წაყენებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.