რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ბაზებზე დარტყმების მიყენებას არ გამორიცხავს,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“დღესდღეობით, თუ კონფლიქტი ესკალაციური სცენარით განვითარდება, ნებისმიერი სახელმწიფოს ბაზების მიმართ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან ნატოში შემავალი ქვეყნები თავისი არსით უკრაინის კონფლიქტში ჩაერთნენ”, – განაცხადა მედვედევმა.
როგორც მედვედევმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, მას ასეთი სცენარის ხილვა არ სურს.
“იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება დღეს, მე, სამწუხაროდ, საერთოდ არავითარი სცენარის გამორიცხვა არ შემიძლია, ყველაზე რთულის და გულდასაწყვეტისაც კი. ჩვენ არ გვსურს ასეთი სცენარი. ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს”, – დასძინა მან.