“ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა პრიორიტეტის უმაღლეს დონეზე შესრულებას, როგორც ეს გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამაში” – ოხანაშვილი
“მადლობა მინდა, გადავუხადო გუნდს და ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა პრიორიტეტის უმაღლეს დონეზე შესრულებას, როგორც ეს გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამაში”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მნიშვნელოვანი საქმე გაგრძელდება.
„მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო გუნდს დიდი მხარდაჭერისთვის. პერსონალურად მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი გუნდის დაწყებულ საქმეს იუსტიციის სამინისტროში. არაერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმე შესრულდა აქამდე, ახლაც დაგეგმილია, შესრულების პროცესშია, შესაბამისად, ყველა ეს მნიშვნელოვანი საქმე გაგრძელდება. მე ვიცი, ვიცნობ ბევრს იუსტიციის სამინისტროში. ის დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეებით, შესაბამისად, მე ვიქნები ყველა ასეთი მოხელის გულშემატკივარი და მხარდამჭერი. რაც შეეხება რეფორმებსა და გეგმებს, მოგეხსენებათ, რომ გაწერილია სამთავრობო პროგრამით და შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა იმ პრიორიტეტის უმაღლეს დონეზე შესრულებას, როგორც ეს გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამაში”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.