სამხრეთ კორეაში დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო დროის მონაცემებით, სიცივის გამო დაღუპულია 5 ადამიანი,- ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ცნობით, უამინდობის გამო სეულის აღმოსავლეთით მდებარე გზატკეცილზე მასშტაბური ავარია მოხდა. დაზიანდა 53 ავტომობილი. დაიღუპა 2 ადამიანი და 11 დაშავდა.
უამინდობის გამო თითქმის 150-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. სააგენტოს ცნობით, ყველაზე მეტად დაზარალდა სეულის მთავარი აეროპორტი „ინჩეონი“. ასევე შეჩერებულია ბორნების და მატარებლების მიმოსვლა.
გავრცელებული ინფორმაციით, 1907 წლის შემდეგ ასეთი დიდი თოვლი მესამედ მოვიდა. როგორც ცნობილია, დიდთოვლობამ ჩრდილოეთ კორეაც დააზარალა.