“პარლამენტმა მთავრობას გამოუცხადა ნდობა, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებისთვის სამსახურს” – ოხანაშვილი
“საქართველოს მთავრობას ლეგიტიმაციას აძლევს ქართველი ხალხი. საქართველოს პარლამენტს აქვს სახალხო ლეგიტიმაცია და, აქედან გამომდინარე, მთავრობას აქვს სრული ლეგიტიმაცია”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის მეშვეობით, ქართველმა ხალხმა გამოხატა მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ.
„აღიარება უკავშირდება სახალხო ლეგიტიმაციას. საქართველოს პარლამენტს აქვს სახალხო ლეგიტიმაცია, ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია – სხვა ლეგიტიმაცია არ არსებობს. სხვა არჩევნები ტარდება კიდევ?! უცხოელები იღებენ მონაწილეობას არჩევნებში?
ხალხის ლეგიტიმაციის საფუძველზე, პარლამენტმა მთავრობას გამოუცხადა ნდობა. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებისთვის სამსახურს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.