დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნეთანიაჰუს დაკავება დააანონსა, თუ ის ქვეყანაში ჩავა
დიდი ბრიტანეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს დააკავებს, თუ ის ბრიტანეთში ჩავა,- ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა.
“აქ მე თავისუფალი ვერ ვიქნები. მე ნეთანიაჰუს გადავცემ სასამართლოს. სასამართლოებმა თავად მიიღონ გადაწყვეტილება”, – განაცხადა ლემიმ.
ამასთან, მისივე თქმით, ის გააგრძელებს ნეთანიაჰუსა და ისრაელის სხვა თანამდებობის პირებთან საუბარს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტა ღაზის სექტორში და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა პალესტინის ტერიტორიაზე.
“მე ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც მთავრობაში მომუშავე ადამიანების, ჩვენს მონაწილეობასაც საჭიროებს. მე ვერ ვხედავ ისეთ გარემოებას, რომლის გამოც ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებთან ვერ ვისაუბრებდი”, – დასძინა ლემიმ.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა.