მამუკა მდინარაძე – მთავრობის ახალ შემადგენლობას: გიცხადებთ მხარდაჭერას და ამ მხარდაჭერას კონკრეტული საფუძვლები გააჩნია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარდაჭერას უცხადებს.

„გიცხადებთ მხარდაჭერას და ამ მხარდაჭერას კონკრეტული საფუძვლები გააჩნია. ვიდრე ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვიდოდით ბევრი პატარ-პატარა ბრძოლა გადავიტანეთ და საერთო ჯამში ჩვენ გვიწევს ომზე ლაპარაკი, რომელიც მშვიდობით უნდა მოვიგოთ. მაგრამ ეს ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან ეს ომი გრძელდება. არავის ჩაუქნევია ხელი იმაზე, რომ გარე ინტერესები იყოს მძლავრად წარმოდგენილი ამ ქვეყანაში. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ამ ომში საბოლოოდ გამარჯვებას ვერ მივაღწევთ თუ ოდნავ მაინც მოვდუნდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დღეს პლენარულ სხდომაზე 84 ხმით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები