საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თანამდებობაზე მის წარდგენას და პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობას X-ზე ეხმაურება.
“ჩემთვის იყო პატივი და პრივილეგია წარმომედგინა საქართველოს პარლამენტისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის ფარგლებში”, – დაწერა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დღეს პლენარულ სხდომაზე 84 ხმით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.