ირაკლი კობახიძე: საჯარო მოხელეთა ხელფასების 10%-იანი ზრდა 2025 წლის ბიუჯეტში აისახება, ამ მიმართულებით ძალისხმევა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს

საჯარო მოხელეთა ხელფასების 10%-იანი ზრდა 2025 წლის ბიუჯეტში ასახული იქნება და ამ მიმართულებით მომავალშიც უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალის ხელფასებს.

„რაც შეეხება საჯარო მოხელეებზე ზრუნვას, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ერთია, რომ გაიზრდება კერძო სექტორში შრომის ანაზღაურება. დღეს დაახლოებით 2 000 ლარია შრომის ანაზღაურება მთლიანობაში საშუალო მაჩვენებელი და 2028 წლისთვის გაიზრდება 3 500 ლარამდე. კონკრეტულად საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა უნდა გაგრძელდეს, საჯარო სამსახურში გაგრძელდება მოხელეთა ხელფასების ზრდა 2025 წლის ბიუჯეტშიც ასახული იქნება 10%-იანი ზრდა და ამ მიმართულებით მომავალშიც უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა.

საბავშვო ბაღების პერსონალზე გვექნება განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი. ასევე იგივე ეხება სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, აქაც უზრუნველყოფილი იქნება სტანდარტული ზრდის მიღმა მათ შორის ხელფასების ზრდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები