ირაკლი კობახიძე: 2012 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ამით იწონებდა თავს მაშინდელი ხელისუფლება, დღეს უკვე 100-ზე მეტი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს

2012 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი და ამით იწონებდა თავს მაშინდელი ხელისუფლება, დღეს უკვე 100-ზე მეტი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა არის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მოქალაქეებისთვის.

„2012 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი და ამით იწონებდა თავს მაშინდელი ხელისუფლება. ჩვენი პროგრამის თანახმად, დღეს უკვე 100-ზე მეტი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს და ჩვენი პროგრამის თანახმად, მომდევნო წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალური ცენტრი იქნება დაფარული და მუნიციპალური ცენტრების მიღმაც ათეულობით იუსტიციის სახლი იფუნქციონირებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები