დავით კირთაძე, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარეს შავი ნივთიერება თვალში შეასხა, ევროკავშირის საელჩოში მიიწვიეს
ცესკოს ოპოზიციური წევრები, მათ შორის – დავით კირთაძე, ევროკავშირის საელჩოში შეხვედრას მართავენ.
საელჩოში ასევე იმყოფება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი, გიორგი სიორიძე.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ, 16 ნოემბრის ინციდენტის გამო, დავით კირთაძეს ოთხი წლის ვადით შეეზღუდება საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობა.