მე-11 მოწვევის პარლამენტმა მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა

მე-11 მოწვევის პარლამენტმა მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით – “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ” ნდობა გამოუცხადა.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა იყო წარდგენილი.

მთავრობის შემადგენლობა ასეთია:

პრემიერ მინისტრი – ირაკლი კობახიძე;

საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი;

იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;

კულტურისა და სპორტის მინისტრი – თინათინ რუხაძე;

ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასროწობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები