ირაკლი კობახიძე: მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, მილიონ მოქალაქეს უკვე დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთი და დამატებით დარჩენილ ნახევარ მილიონ მოქალაქესაც დაურეგისტრირდება უკვე აზომილი მიწის ნაკვეთები

ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მილიონ მოქალაქეს უკვე დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთი.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონ ნახევარი მიწის ნაკვეთი აიზომა და მილიონ ადამიანს, ჩვენს მოქალაქეს ამ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, უკვე დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთები, ეს პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წელსაც, ამისათვის უკვე ასახულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი თანხა. დამატებით დარჩენილ ნახევარ მილიონ მოქალაქესაც დაურეგისტრირდება უკვე აზომილი მიწის ნაკვეთები. ამით დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები