ტრამპმა უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად კიტ კელოგი დანიშნა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად კიტ კელოგი დაასახელა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გააკეთა.

„კიტს გამორჩეული სამხედრო და საქმიანი კარიერა აქვს, მათ შორის ჩემს პირველ ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების უაღრესად მგრძნობიარე პოზიციებზე მსახურობდა. ის თავიდანვე ჩემთან იყო! ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ მშვიდობას ძალის მეშვეობით და გავხდით ამერიკას და მსოფლიოს ისევ უსაფრთხოს!“, – დაწერა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, 2017-2021 წლებში კიტ კელოგი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსი და მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები