“არჩევნები არ გაყალბებულა, თქვენს გონებას შეუქმნეს მატრიცა, რითაც თქვენი არჩევანი გააყალბეს; ახლა რამდენიმე მიტინგზე გამოგიყვანენ, წინ და უკან გატარებენ და დაგშლიან” – ხვიჩია

“არჩევნები არ გაყალბებულა, თქვენს გონებას შეუქმნეს მატრიცა, რითაც თქვენი არჩევანი გააყალბეს; ახლა რამდენიმე მიტინგზე გამოგიყვანენ, წინ და უკან გატარებენ და დაგშლიან”, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია აცხადებს.

“არჩევნები არ გაყალბებულა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისევე გაყალბდა, როგორც სულ ყალბდებოდა, თქვენს გონებას შეუქმნეს მატრიცა, რითაც თქვენი არჩევანი გააყალბეს. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენით შემოგახაზინეს ყ…ეობა. ახლა რამდენიმე მიტინგზე გამოგიყვანენ, წინ და უკან გატარებენ და დაგშლიან. ბოლოს ყველანი, რა თქმა უნდა, შევლენ „რუსულ“ პარლამენტში და იქიდან დაუწყებენ პუტინს ბრძოლას. ამაში დაიხარჯება 4 წელი. ესაა თამაშის შინაარსი. ამ თამაშმა წელსაც იმუშავა და ახლა ხდება მისი კულმინაცია, გაბრაზებული ხალხის სიბრაზის ქუჩაში მიმობნევა და წაგებაზე შეგუების პერიოდის ამაზე გადატარება. ჩვენ არ ვიყავით და არც მომავალში ვიქნებით ამის ნაწილი. ჩვენ დიდი ხანია, გვღვიძავს. დიდი მადლობა 62 334 ადამიანს, ვისაც თურმე ასევე ღვიძავთ. არ ვიცი, რატომ თქვენ, მაგრამ მხოლოდ თქვენ გააკეთეთ სწორი არჩევანი, დანარჩენები მატრიცის თრიფით მოძრაობდნენ, ბოტებივით. ვუსურვოთ მათ მალე გამოღვიძება, ჩვენც დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია. მანამდე კი ერთმანეთი ვიპოვოთ“, – წერს ხვიჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები