„რა თქმა უნდა, ამ პარლამენტში შესვლას ჩვენ არ განვიხილავთ” – ანა დოლიძე

ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არცერთი აღიარებს.

“ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, პარლამენტში შესვლას მისი პარტია არ განიხილავს.

“რა თქმა უნდა, ამ პარლამენტში შესვლას ჩვენ არ განვიხილავთ.

დღეს ჩვენ ვიკრიბებით რუსთაველზე 19:00 საათზე. მე მინდა, შეგახსენოთ, რომ თქვენ წინაშეა „ლელო“, პარტია, რომელიც 2020 წელს ვაჟკაცურად ჩახსნა სია და მამუკა ხაზარაძე პარლამენტიდან გავიდა. ამიტომ ჩვენთან ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არის, ჩვენ ეს გაკეთებული გვაქვს. ჩვენ ამ პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ,“ – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები