რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ ქვეყანა არეულობის ჭაობში ჩაძირონ

“ოპოზიცია საკუთარ თავს პოლიტიკურ ხარაკირს უტარებს, რაც ქართული დემოკრატიისთვის შეიძლება, კარგიც იყოს, რადგან ოპოზიცია, რომელიც ოპოზიციაში საკუთარ ქვეყანას უდგას, ყველაზე ანტიდემოკრატიული და ანტიეროვნულია”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატი პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

„ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ ქვეყანა არეულობის ჭაობში ჩაძირონ. მათ ამის საშუალებას არავინ მისცემს, უბრალოდ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ აგენტურას წარმოადგენენ, რომელსაც საკუთარი ქვეყნის განადგურების ბრძანება აქვს მიღებული, თუმცა ისინი მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას გაანადგურებენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები