მამუკა მდინარაძე – საერთაშორისო შეფასებებზე: დიახ, საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერაღიარება ყველაზე ანტაგონისტურად თუ სუბიექტურად განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს

“გამოვეხმაურები საერთაშორისო შეფასებებს, რომელსაც შეგვიძლია, დავარქვათ კრიტიკული აღიარება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, საერთაშორისო შეფასებებს კრიტიკის ნაწილში არ ეთანხმება.

“კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით. დიახ, საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერაღიარება ყველაზე ანტაგონისტურად თუ სუბიექტურად განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს ამასთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა, რაც ძალიან გასაკვირია. საუბარი მიდის “გამჭვირვალობის” და სხვ კანონებზე – არჩევნებზე განცხადებებში კანონებზეა ლაპარაკი. ეს აქამდე არ ყოფილა. რა შუაშია ერთი მეორესთან? რაც შეეხება იმას, ვინმემ შეძლო თუ არა, რომ არაღიარების საკითხი დაესვა – არცერთი მხრიდან არ წამოსულა, თუ ჩემი განცხადების მერე არ მოუფიქრეს და არ დაიწყეს ამაზე საუბარი. დიდი მადლობა ეუთო/ოდირს, რომელმაც დიდი ზეწოლის მიუხედავად კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები