მამუკა მდინარაძე: წარმოიდგინეთ 900 ათასამდე ხმით ვუსწრებთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რა გაყალბებაზე ლაპარაკობენ, რის გაყალბებაზე ლაპარაკობენ?

მაშინ ისე აწყობდათ, ახლა ასე აწყობთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების თემაზე შეცვლილი რიტორიკის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძე ოპოზიციის ბრალდებებს შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით არასერიოზულს უწოდებს.

„იმდენად არასერიოზულია ეს, წარმოიდგინეთ 900 ათასამდე ხმით ვუსწრებთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. რა გაყალბებაზე ლაპარაკობენ, რის გაყალბებაზე ლაპარაკობენ? მათი დათვლით, 40% გვქონდა და 54% მივიღეთ, ანუ 300 ათასამდე ხმის გაყალბებაზე ლაპარაკობენ, წარმოგიდგენიათ? ერთი შემთხვევა იყო და ოთხი კამერა ითვლიდა, ისიც დადგმული. რა 300 ათასი ხმის გაყალბება, რა სისულელეს ლაპარაკობენ? ფაქტი უნდა დაიდოს, ფაქტი, ერთი. წარმოიდგინეთ, თუ არ ვცდები 25 ათასზე მეტი წევრი ჰყავთ კომისიაში. 23 ათასზე მეტი დამკვირვებელი უყურებდა [პროცესს]. 2-3 ხმის მანიპულაცია რომ სცადო, იქ მოხდება რაღაც სასწაული. რაზე ლაპარაკობენ საერთოდ?“ – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები