“სიების ჩახსნა ახლა კანონმდებლობით არ შეიძლება; ეს შეიძლებოდა რაღაც ვადის განმავლობაში და შემდეგ შეუძლიათ, როცა უფლებამოსილება იცნობა” – მამუკა მდინარაძე

“სიების ჩახსნა ახლა კანონმდებლობით არ შეიძლება. ეს შეიძლებოდა რაღაც ვადის განმავლობაში და შემდეგ შეუძლიათ, როცა უფლებამოსილება იცნობა, ამის შემდეგ, ოღონდ, ვინც პარლამენტში არ შევიდა, მხოლოდ მათი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

“კანონის კითხვა ან არ იციან, ან მავნებლები არიან. ეს უნდა განვმარტოთ კარგად, ძალიან მოკლედ, სერიოზული განმარტებაც კი არ შეიძლებოდა, მაგრამ მოსახლეობა ყველა იურიდიულ ნიუანსებში არ არის გარკვეული, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისთვის, თვითონ ძალიან კარგად იციან რას მავნებლობენ და იტყუებიან.

2/3-ზე საუბრობენ, ანუ 100 მანდატზე, რომელიც მათი თქმით, მათი ტყუილის მიხედვით, სჭირდება ლეგიტიმაციას. არა, 2/3-ის უფლებამოსილების ცნობა უნდა განახორციელოს პარლამენტმა უმრავლესობით. ანუ, 2/3-მა კი არა, 2/3-ის, აქ იტყუებიან.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მინიმუმ 2/3-ის უფლებამოსილება უნდა ცნოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით – 76 მანდატი საკმარისია და 2/3-ის უფლებამოსილების ცნობაა საკმარისი. 2/3-ის კი არა, ყველას უფლებამოსილებას ვცნობთ აბსოლუტურად.

რაც შეეხება სიების ჩახსნას, სიების ჩახსნა ახლა კანონმდებლობით არ შეიძლება. ეს შეიძლებოდა რაღაცა ვადის განმავლობაში და შემდეგ შეუძლიათ, როცა უფლებამოსილება იცნობა, ამის შემდეგ, ოღონდ, ვინც პარლამენტში არ შევიდა, მხოლოდ მათი. დამთავრდა აქ, წერტილია დასმული. დანარჩენი ყველაფერი არის სისულელე.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვიღაცისთვის განმარტება თუ საკმარისი არ არის, 2/3-ის და არა 2/3-მა. 2/3-ის უფლებამოსილება უნდა ცნოს საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, ერთი კონსტიტუციური დათქმა და მეორე – ჩახსნა სიების ახლა არ შეუძლიათ, ახლა არ არის კანონის მიერ დადგენილი დრო. შეეძლოთ რაღაცა ეტაპამდე, როდესაც სიები წარადგინეს, იმის შემდეგ ჩახსნა არ შეუძლიათ და შეუძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის უფლებამოსილებას ცნობს პარლამენტი ხმათა უმრავლესობით, ოღონდ მხოლოდ იმ სიის ჩახსნა, რომელიც არის გასულებს მიღმა, ანუ თუ გავიდა რომელიღაცა პარტიიდან 15 წევრი, მე-16-დან შეუძლიათ ჩახსნან. თავიანთი თავის ჩახსნა, ვინც გასულები არიან, მერეც არ შეუძლიათ”, – განმარტა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები