“როგორც ჩვენთვის ცნობილია, “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი და მას უკრძალავენ, გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები” – მდინარაძე

“როგორც ჩვენთვის ცნობილია, “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი და მას უკრძალავენ, გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, უკვე დღე-ნახევარია გასული და „სამართლიანი არჩევნები“ ვერ ახერხებს, გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები.

“შეგახსენებთ, რომ ეს არის ის ორგანიზაცია, რომელმაც შეცდომად აღიარა და ჩვენ საზოგადოებას ვამცნეთ უმალვე 2020 წელს, რომ გაყალბებული იყო არა არჩევნები, არამედ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, ოღონდ ეს შეეხებოდა მხოლოდ 2%-ს, შემდეგ ამ შეცდომის გამოსწორება მათ სცადეს შეცდომის დარღვევით.

ასევე შეგახსენებთ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება USAID-ის მიერ, ანუ პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ჩვენ ყველანი ერთად მოვალენი ვართ, რომ გავუფრთხილდეთ იმიჯს, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის და მისმა დაფინანსებულმა ორგანიზაციამ კეთილი ინებოს და საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან დღე-ნახევრის შემდეგ მაინც, გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები