“დიდი მადლობა ეუთო/ოდირს, რომელმაც, დიდი ზეწოლის მიუხედავად, კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა” – მამუკა მდინარაძე

“დიდი მადლობა ეუთო/ოდირს, რომელმაც, დიდი ზეწოლის მიუხედავად, კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

„არჩევნების შესახებ განცხადებებში კანონებზეა ლაპარაკი. ეს აქამდე არ ყოფილა. რა შუაშია ერთი მეორესთან? რაც შეეხება იმას, ვინმემ შეძლო თუ არა, რომ არაღიარების საკითხი დაესვა, ამ ჩემი განცხადების შემდეგ თუ არ მოიფიქრეს ეს და არ დაიწყეს ამაზე საუბარი, არაღიარება არცერთი მხრიდან არ წამოსულა. მათ შორის, დიდი მადლობა ეუთო/ოდირს, რომელმაც, დიდი ზეწოლის მიუხედავად, კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები