“საერთაშორისო დამკვირვებლების უმეტესობამ, “მომსახურების ზონიდან გასული” ზოგიერთის გარდა, აღიარა, რომ ცესკომ კარგად შეძლო არჩევნების ადმინისტრირება” – ანჯაფარიძე

“საერთაშორისო დამკვირვებლების უმეტესობამ, “მომსახურების ზონიდან გასული” ზოგიერთის გარდა, ცალსახად აღიარა, რომ ცესკომ კარგად შეძლო არჩევნების ადმინისტრირება, რაც, სხვასთან ერთად, მოიცავს ასევე ელექტრონული აპარატურის გამართულ მუშაობასაც”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამომრჩევლის დაშინების და მოსყიდვის შესაძლო ფაქტებს დადასტურება სჭირდება.

“თუკი ამას აღიარებ, მაშინ რა ლოგიკით და სინდისით საუბრობ ხმების გაყალბებაზე, დუბლირებაზე და ა.შ.

ე.წ. სამართლიანი არჩევნები (ISFED) აცხადებს, რომ მათ მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები შეესაბამება ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს. რაც იმას ნიშნავს რომ “ქ/ოცნებას” ნამდვილად მისცა ხმა იმ რაოდენობის ამომრჩეველმა, რომლის შედეგადაც მან გაიმარჯვა არჩევნებში.

ამ თანხვედრის მიუხედავად, ISFED და ოპოზიციასთან აფილირებული სხვა ე.წ. “დამკვირვებლები” მათი ზეგავლენით კი დასავლეთი აპელირებენ უამრავ დარღვევებზე. თუმცა, მათივე ანგარიშებიდანაც კი ჩანს, რომ ამას არ აქვს მასშტაბური ხასიათი და ამით ამომრჩევლის ნების შეცვლა ვერანაირად ვერ მოხდებოდა.

რაც შეეხება ამომრჩევლის დაშინების და მოსყიდვის ესოდენ ფართოდ აფრიალებულ ნარატივებს, ამას სჭირდება დადასტურება. როგორი? ასეთი პირების ინტერვიუ, საჯარო განცხადება, მათი იდენტიფიცირება და კიდევ ბევრი რამ, რომ ეს ინფორმაცია სარწმუნო ჩანდეს. სხვათა შორის, ამაზე მიანიშნა კიდეც ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელმაც და არა მხოლოდ”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები