ირაკლი კობახიძე – აეროპორტების მიმართულებით, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები – აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, ასევე იგეგმება ქუთაისის აეროპორტის გაფართოება

აეროპორტების მიმართულებით, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები – აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, ასევე იგეგმება ქუთაისის აეროპორტის გაფართოება, – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიაში უკვე დაიწყო ახალი პორტის მშენებლობა.

„აღსანიშნავია ანაკლიის პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია და შედეგები გვექნება მაქსიმუმ 2029 წლისთვის, თუმცა იმედია, 1 წლით ადრე მოხდება პირველი გემების მიღება. ანაკლიაში გვაქვს ახალი სტადიონის პროექტი,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები